LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე: „ოღონდ ამ რუსებმა აახვიონ და მივხედავთ ჩვენ თავს თვითონ…“

946
nino-nadiradzenews19

ნინო ნადირაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ კარგად ახსოვს, რა დამართა რუსეთმა მის სამშობლოს. ტელეწამყვანი და ექიმი აღნიშნავს, რომ მას სურს, რუსებმა თავი დაგვანებონ და საკუთარ თავს თავად მივხედავთ.

„ძვირფასო მეგობრებო, მახსოვს 90-იანი წლები, როცა გრაფიკით მოსული დენით თვენახევრის ბაკოს ვაბანავებდი ატმორის ქვეშ. მახსოვს, როცა რუსებმა გაზი გადაგვიკეტეს, გაყინულ სახლში დაკრუნჩხული ვეგდე თირკმელში კენჭის გავლით და ჩემი სამი წლის ბავშვმა ამომიტანა პარკეტი ეზოდან, დავანთე ბუხარი და ძლივს შევძელი, რომ ვენაში გამაყუჩებელი გამეკეთებინა. ავტოსტოპით მივაღწიე კლინიკამდე, გადავრჩი, არ მოვმკვდარვარ, ჩემნაირად კიდევ ბევრი გადარჩა. ოღონდ ამ რუსებმა თავი დაგვანებონ და მივხედავთ ჩვენ თავს როგორმე თვითონ. აახვიონ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g