ნუცა ბუზალაძემ დუბაის თეატრთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად, რის შესახებაც fortuna.ge-ს გარკვეული პერიოდის წინ ჰქონდა ექსკლუზიური ინტერვიუ მომღერალთან.
ამჟამად ნუცა თბილისშია და „იმედის დღესთან“ საუბრობს თავისი წარმატების და ასევე პირად ცხოვრებაში საინტერესო სიახლეების შესახებ.
კითხვაზე, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, ნუცა აღნიშნავს, „ახლა მაქვს გაპრანჭვის პერიოდი, მოკლედ რომ ვთქვა“, თუმცა მომღერალი დასძენს, რომ ეს ყველაფერი არ ხდება დუბაიში:
„არ მომწონს სიტუაცია, რაც დუბაიშია. გოგონები ჩამოდიან… ყველა ჩამოდის იმისთვის, რომ ვიღაც გაიცნოს. მე მიყვარს, როცა მამაკაცები პატივს სცემენ ქალს. ძველებური მენტალიტეტი მაქვს. გოგონა რომ აქტიურია, ეს არ მომწონს. დუბაიში კი ძირითადად, ასე ხდება. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ზედმეტად არ გავიპრანჭო. ვიცი, რა არის ჩემი მიზანი და რა არის ჩემი საქმე, უნდა ვიმღერო და ამით შემოვიფარგლები. არ მაქვს იმის დრო, რომ იქ შეყვარებული მყავდეს, მართლა…“
ნუცა ბუზალაძე ულამაზესი თაიგულით პოზირებს – მომღერალი სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნდა
ნუცა ბუზალაძე დუბაიში საცხოვრებლად გადავიდა: „სახლს ჩემი გემოვნებით ვაწყობ…“
ნუცა ბუზალაძე დუბაის ყველაზე პრესტიჟულ აუზზე პიცითა და კოქტეილით ხელში ნებივრობს