ნულის ტოლია შანსი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ შემადგენლობით ამომრჩევლის რაოდენობა გაზარდოს, – აღნიშნულის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აცხადებს.
მისივე თქმით, ძველმა ძალებმა გაიმარჯვეს, მათ წინ პარტიისთვის შედარებით ახალი სახე დაიყენეს, ხაბეიშვილის სახით.
“მე ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი ამ პროცესს, არ მიმაჩნდა, რომ მოიტანდა რამე პოზიტიურ შედეგს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ვფიქრობ, რომ ჩემი პროგნოზი დადასტურდა, რადგან მე ვერ ვხედავ სიახლეს ამ პროცესში. მე უბრალოდ ვხედავ, რომ ძველმა ძალებმა გაიმარჯვეს, მათ დაიყენეს წინ პარტიისთვის შედარებით ახალი სახე ხაბეიშვილის სახით, მაგრამ საბოლოო ჯამში გაიმარჯვა ადმინისტრაციულმა რესურსმა პარტიის შიგნით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პარტია კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდება.
მე გამოვრიცხავ, ფაქტობრივად ნულია იმის შანსი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ფორმით და ამ შემადგენლობით გაზარდოს საკუთარი ამომრჩევლის რაოდენობა, პირიქით, ვვარაუდობ, რომ შეიძლება რაღაც ნაწილი დაკარგოს“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.
„პროტესტი იქნება უწყვეტი“ – რა გეგმა აქვს ლევან ხაბეიშვილს
გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა
ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“
რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე
„მივიღებ გადაწყვეტილებას“ – რჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“