LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციოლოგად ჩამოყალიბდა: დავით სერგეენკო

124
სერგეენკო

ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციოლოგად ჩამოყალიბდა, ეს მათი ნება და მათი უფლებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე – სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა ყველა პარტია დაკავებული იყოს იმით, თუ როგორ ჩამოაყალიბოს მწყობრი სტრატეგია, რომ ქვეყანა სწრაფად გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რაც დაკავშირებულია კოვიდთან და მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ რეცესიასთან.

“მე არ მინდა მკაცრი განმსჯელი ვიყო, ამას აქვს მიზეზები, რომ ძალიან მკაცრად არ განვიკითხო (მიხეილ სააკაშვილი) ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე” – განაცხადა სერგეენკომ

“მე ვისურვებდი, რომ მათგან რაღაც კონკრეტული ხედვა მოვისმინო ქვეყნის განვითარების, თუმცა, ისინი არიან ვიწრო სპეციალიზაციით აქციების მიმართულებით. არ მგონია, ეს ქვეყნისთვის კარგი იყოს.

“შავ სიას” რაც შეეხება, ცუდ, რეპრესიულ ასოციაციებს აღძრავს მეოცე საუკუნის 30- იანი წლების. მე არ მინდა მკაცრი განმსჯელი ვიყო, ამას აქვს მიზეზები, რომ ძალიან მკაცრად არ განვიკითხო (მიხეილ სააკაშვილი) ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე. “შავი სია” არ მგონია კარგი აზრი იყოს,”- განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები