LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება საბაბი მოძებნოს, რომ საარჩევნო პაკეტს მხარი არ დაუჭიროს: ირაკლი კობახიძე

60
-კობახიძე-max-700

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება, საბაბი მოძებნოს, რათა საარჩევნო პაკეტს მხარი არ დაუჭიროს. მისივე განმარტებით, „დანარჩენი პაკეტი მხარდაჭერის საუკეთესო საფუძველს იძლევა“.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, პროფესიონალი წევრების შერჩევის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია: ბადრი ჯაფარიძე

„საარჩევნო პაკეტი ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორის საუბარია, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, როგორც იცით, ოპოზიციის წარმომადგენლობა იზრდება. გარდა ამისა, მინიმუმ საარჩევნო უბნების 10% გადათვლილი იქნება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც საქართველოში ამ 30 წლის მანძილზე არასდროს არ მომხდარა. ესაა ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც საარჩევნო გარემოს საქართველოში კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება საბაბი მოძებნოს, რომ ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭიროს, დანარჩენი პაკეტი მხარდაჭერის საუკეთესო საფუძველს იძლევა“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g