LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი დღით დავუშვებთ გამონაკლისს და აღვადგენთ საქალაქთაშორისო გადაადგილებას – გიორგი გახარია

1072
Avtovokzal-Tbilisi-03

“ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ მოქალაქეებმა შეძლონ საკუთარ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე დაბრუნება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს ეხებათ, საქალაქთაშორისო გადაადგილება კი კვლავ შეზღუდული დარჩება.

27 აპრილიდან ეკონომიკური შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება

გახარიამ განაცხადა, რომ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილიდან რაიონში წავიდნენ, მთავრობა გამონაკლისს დაუშვებს და ორი დღის განმავლობაში, მათ დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

2021 წლიდან პენსია გაიზრდება – მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

“ორშაბათიდან ყველანაირი მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. თუმცა ეს არ გულისმობს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებასა და დიდი ქალაქებისთვის. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვების დაწესება სააღდგომო დღესასწაულებს დაემთხვა და ბევრი მოქალქე გასული იყო საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ დაბრუნდნენ რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. ორი დღის შემდგომ შესაბამისი შეზღუდვები სატრანსპორტო გადაადგილებაზე საქალაქთაშორისო და ქალაქების ჩაკეტვის კუთხით აღდგება”, – აცხადებს გიორგი გახარია.

იდენტიფიცირების შემდეგ, თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დავეხმარებით – პრემიერი

პოპულალურები