LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ზელენსკის საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვაზე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა… ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა

222
FORTUNA.GE

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის საკითხზე საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრი რატომ საუბრობს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის სახელით.

„საუბრობენ უკრაინის ხელისუფლების სახელით, ჩართვა უნდა, არ უნდა, არც კი ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლებას.

ესეც აჩვენებს, რა არის ამის რეალური მიზანი. ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ. საერთოდ საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრს როგორ და რა კავშირი აქვს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან, რატომ საუბრობს მათი სახელით.

ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არ ყოფილა, ამით ეს საკითხი გარკვეულია. ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები