LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

74
parlament

პარლამენტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ პარლამენტის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

კორონავირუსით დაინფიცირებული დეპუტატები არიან მამუკა მდინარაძე, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი და ბექა დავითულიანი.

ამ დროისთვის, კორონავირუსზე ტესტს კიდევ ერთი დეპუტატი – ქეთევან დუმბაძე გაიკეთებს, რადგან ის მენაღარიშვილთან და მეძმარიაშვილთან უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არც ერთი დაინფიცირებული დეპუტატის მდგომარეობა მძიმე არაა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები