“პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, პროტესტი ჩვენს გულებშიაო – როცა პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა იყოს მის გულში, მან უნდა დაისვენოს, სახლში უნდა წავიდეს”, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ჟორჟოლიანის თმით, აქედან დაიწყება ახალი პარტიის მშენებლობა.
“დაშლილი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“? მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. მე ამ შემადგენლობით „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მივცემ, თუ იქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვისთვისაც ხელისუფლებაში ყოფნა არის კარგი ბიზნესი. სულ ოპოზიციაში ხარ, პასუხისმგებლობა არ გაკისრია, არავინ არაფერს გთხოვს, მიხვალ გადაცემაში -ერთ-ორ ომახიან სიტყვას იტყვი, სადღეგრძელოს დალევ და წახვალ სახლში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს მოსწონს ოპოზიციაში ყოფნა, პარლამენტში სხედან, მანქანები ემსახურებიან, კარგად ცხოვრობენ, ბრძოლა არ უნდათ. ეს ტიპები თუ ისევ პარტიაში უნდა იყვნენ, ამ პარტიას ერთგული ამომრჩეველი აღარ დარჩება. მით უმეტეს, როდესაც მიშა დისტანცირებულია ქართული პოლიტიკისგან, არ მგონია, ვინმეს რამე მოტივაცია გვქონდეს, რომ 5 ნომერი შემოვხაზოთ“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.