LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადე კორონავირუსისგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას გვაძლევს, ვიდრე ვაქცინა: აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი

291
IVA7GVTHZ27NZFBX3CPHXMJJS4

მსოფლიო ვაქცინის მოლოდინშია. კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისში სპეციალისტები ვაქცინის მზადყოფნის შესახებ მალევე ალაპარაკდნენ და დააანონსეს, რომ ვაქცინა მზად, სავარაუდოდ, ოქტომბერ-ნომებერში იქნება.

მანამდე კორონავირუსთან გამკლავების უმთავრეს იარაღად კვლავ ის ძირითადი რეკომენდაციები რჩება, რაც ჯანმომ პანდემიის გამოცხადებისთანავე დააწესა. საუბარია დისტანციის დაცვასა და ნიღბის ტარებაზე.

მეტიც, პირბადემ შესაძლოა, კოვიდ 19-სგან ვაქცინაზე უკეთ დაგვიცვას. აღნიშნული განცხადება ოთხშაბათს, 16 სექტემბერს,აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა, ექიმმა რობერტ რედფილდმა გააკეთა.

“პირბადე მუშაობს და ის საუკეთესო დაცვაა…მეტიც, მინდა ვთქვა, რომ პირბადე კორონავირუსისგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე -კი” – აღნიშნა რედფილდმა და მოქალაქეებს მოუწოდა დაიცვან ელემენტარული წესები და რაც მთავარია, ატარონ პირბადე.

მან ასევე განაცხადა, რომ ვაქცინა ამერიკის მოსახლეობისთვის 2021 წელს იქნება ხელმისაწვდომი.

თუ ნიღაბი გიკეთია, ვირუსის ნაკლები რაოდენობა ხვდება ორგანიზმში, რაც ნიშნავს, რომ უსიმპტომოდ და მსუბუქად წავა ინფექცია – ბიძინა კულუმბეგოვი

 

 

აღსანიშნავია, რომ რედფილდის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. ტრამპი მიიჩნევს, რომ რედფილდმა აღნიშნული განცხადების გაკეთებით შეცდომა დაუშვა.

სექსის დროს პირბადის ტარება აუცილებელია – ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალი კვლევა

ცნობისთვის, კორონავირუსის მაჩვენებელმა მსოფლიოში 30 მილიონს გადააჭარბა. მათგან 5 მილიონზე მეტი შემთხვევა ინდოეთში ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები