საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ პოლონელ ექიმთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით მრავალი ვერსია შეიძლება არსებობდეს, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, სპეკულაციას არ მისცენ ფართო გასაქანი.
„სწორედ ამიტომ, ველოდებით მაინც პოლონური მხარის შესაბამის განმარტებას, როგორც საელჩოს, ასევე ექიმებსაც, რომ იქნებ მოგვაწოდონ ინფორმაცია, რისთვის სჭირდებოდათ, რადგან თუკი დადგება საკითხი ამ ექიმების კვლავ შეშვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ შემთხვევაში დადებით გადაწყვეტილებას, ვიდრე ელემენტარულად არ გვექნება ინფორმაცია, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო ქმედება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
„სააკაშვილი მომატებულია და არა ერთი კილოთი” – ნინო ნადირაძე
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა
პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
ამავე თემაზე:
პოლონელმა ექიმმა თქვა, ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო – ნინო ნადირაძე