LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულისტურია განცხადება, თითქოს იმუნიტეტი არავის სჭირდება, თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი, რას შემოდიოდით პარლამენტში?: ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას

43
ანრი ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრისა და დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პოპულისტურია განცხადება, თითქოს საპარლამენტო იმუნიტეტი არავის სჭირდება. აღნიშნულის შესახებ ოხანაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა და ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა.

„თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი რას შემოდიოდით პარლამენტში? დატოვეთ მანდატი და წაბრძანდით,“ – თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, იმის თქმა, რომ პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის ქონა დემოკრატიული განვითარების დაბალ დონეზე მიუთითებს, არის „ტყუილი და კონსტიტუციური სამართლის დემოკრატიული პრინციპების ელემენტარული არცოდნა“.

„უამრავ განვითარებულ ქვეყანაშია იმუნიტეტი, ეს მაინც წაიკითხეთ „უპრაგონოდ“ რომ ისვრით სიტყვებს,“ – მიმართა ოხანაშვილმა დეპუტატებს.

მისი თქმით, იმუნიტეტის მთავარი დანიშნულებაა პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის გარანტიები სხვა შტოსგან, რომ საქმიანობა შეუფერხებლად განახორციელოს.

„ამ ტყუილით ცდილობთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაო, მგონი სამარცხვინოა იმის გამეორება, კრიმინალური ქმედების ჩამდენი პირის გამართლებას რომ ცდილობთ. ეს კადრები ყველამ იხილა პირდაპირ ეთერში, პასუხისმგებლობის მქონე პირები რომ იყოთ, აქ კი არ შეასხამდით ხოტბას, არამედ გაემიჯნებოდით“, – დასძინა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g