“ვინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი საქართველოში მაცივრით დაბრუნდებოდა – ვერავინ, მაგრამ ეს მოხდა,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობის” სურვილი ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნაა, საბოლოოდ კი პრობლემას ქვეყანას უქმნიან.
“მე რეალური სცენარი მოვყევი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ. ვინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი საქართველოში მაცივრით დაბრუნდებოდა – ვერავინ, მაგრამ ეს მოხდა. ამ ადამიანებს ერთადერთი სურვილი აქვთ- რომ როგორმე პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას. საბოლოო ჯამში, ჩვენ კი არა, ქვეყანას და ხალხს. ამიტომ, მეტი გონიერება გვმართებს, მეტი სიბრძნე და ნაკლები ემოციურობა. ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ და ჩვენი მთავრობა იქნება მომდევნო სამი წლის განმავლობაში. აქ არაფერი არ შეიცვლება. ერთ ან ორ მუნიციპალიტეტში თეორიულად რომ დავუშვათ, რომ გაიმარჯვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა. არაფერი არ შეიცვლება აბსოლუტურად,” – განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.