მოსკოვი, ბაქო და ერევანი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციისთვის შესაბამისი კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ, მხარეთა მიმართვის შემთხვევაში კი პროცესში რუსეთიც ჩაერთვება.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოჭში მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.
როგორც პუტინმა თქვა, დემარკაციის მექანიზმი წლის ბოლოსთვის შემუშავდება. მოლაპარაკებების დასრულებისას კი რუსეთის პრეზიდენტმა ფაშინიანსა და ალიევს ზეთისხილის ტოტები აჩუქა.