LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაბაზრის ლიდერი თურქული ავიაკომპანია გახდა

53
Aeroporto-Internazionale

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ია, რომელმაც პირველობა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წელს დაიბრუნა. ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელმაც შესაბამისი სტატისტიკა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოითხოვა. „ავიანიუსის“ ცნობითვე, 2021 წლის 9 თვეში Turkish Airlines 189 457 მგზავრს მოემსახურა, რითაც საქართველოს ავიაბაზრის 12%-იანი წილის მფლობელი გახდა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზარზე 10%-იანი წილის მფლობელია უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines, რომელიც 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 160 694 მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერთა რეიტინგში რიგით მესამე მოთამაშეა ბელარუსული ავიაკომპანია Belavia, რომელიც 2021 წლის 9 თვეში 143 624 მგზავრს მოემსახურა, რითაც ბაზრის 9%-იანი წილის მფლობელი გახდა.

ცნობისთვის, საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადის მხოლოდ 41.5% დაიბრუნა. 2021 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 1 მლნ 719 ათას 598 მგზავრს მოემსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები