პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ოფიციალური ვიზიტით უელსში ჩავიდნენ. უელსის პრინცმა და პრინცესამ ვიზიტი Brynawel-ის სარეაბილიტაციო ცენტრით დაიწყეს, სადაც ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდნენ. მათ შორის მოსინჯეს ძალები ველოსიპედებზე, რომელიც ცენტრის პაციენტებისთვის არის განკუთვნილი.
ამ დღეს ქეითი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა „ზარას“ 24 დოლარიან კუბოკრულ ქვედაბოლოში, რომელიც თეთრ როლინგსა და პალტოს შეუხამა.
ქეითი ცენტრში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, დაათვალიერა სარეაბილიტაციო პარკი და პატარა თაყვანისმცემლებისგან საჩუქრად ყვავილებიც მიიღო.
ქეით მიდლტონი „ბაფტაზე” იმავე კაბით მივიდა, რომელიც ამ ღონისძიებაზე ორი წლის წინ ეცვა
გვიანი ზამთრის ფანტასტიკური არჩევანი – ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ მწვანე პალტოში