LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც ვნახე ვიზიტების დროს, აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანთან გვაქვს საქმე… ერთადერთი გამოსავალია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა – მიხეილ სააკაშვილის ძმა

175
saakaSvilisZma

რაც ვნახე სააკაშვილთან ვიზიტების დროს, აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანთან გვაქვს საქმე, მართლაც ძალიან ბევრი დაავადების ფონზე, კიდევ კარგად გრძნობს თავს – ოჯახის პოზიცია არის ძალიან მკაფიო და მკაცრი, ერთადერთი გამოსავალია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ძმამ აღნიშნა, ოჯახი მაქსიმალურად ეცდება რაც შეიძლება მალე გადაიხედოს ყოფილი პრეზიდენტის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ იმისთვის, რომ სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდეს.

„რამდენიმე დღის წინ ვიყავი შესული, ვიზუალურადაც ვნახე, როგორ მდგომარეობაშია. სისუსტე აქვს მკაფიოდ გამოხატული, ადვილად იღლება. მადლობას ვუხდი „ვივამედის“ თითოეულ ექიმს, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. აქ ორი თვეა იმყოფება და უკეთესობისკენ არ მიდის, უბრალოდ გადასხმების, მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე შენარჩუნებულია, რომ უფრო არ დამძიმდეს მდგომარეობა, მაგრამ ეს ოჯახისთვის არაფერს ნიშნავს. ჩვენ გვინდა მიშას ვხედავდეთ ჯანმრთელს, ისეთივე ენერგიულს, როგორიც წლების განმავლობაში იყო. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე გადაიხედოს მისი ტრანსპორტირება საზღვარგარეთ, რომ სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდეს, რომელიც კონკრეტულად იმ დაავადების აღმოსაფხვრელად არის საჭირო, რაც მიშას დღესდღეობით გააჩნია.

რაც ვნახე მასთან ვიზიტების დროს, აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანთან გვაქვს საქმე იმ კუთხით, რომ მართლა ძალიან ბევრი დაავადების ფონზე, კიდევ კარგად გრძნობს თავს. მაქსიმალური უკეთდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან კომპლექსური მკურნალობაა ჩასატარებელი, რაც ადგილზე არ არის. ოჯახის პოზიცია არის ძალიან მკაფიო და მკაცრი, ერთადერთი გამოსავალია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები