LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიკალურად განწყობილ ძალებთან არ ვითანამშრომლებთ, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობაც“ – “ოცნებიდან” წასული დეპუტატი

52
40143583-280276329239945-830268305607491584-n

უმრავლესობიდან წასული დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია ოპოზიციის უცვლელ მოთხოვნას პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ეხმაურება და ამბობს, რომ მელია და რურუა პოლიტიკური პატიმრები არ არიან, ხოლო ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი ხალხის გადასაწყვეტია.

რაც შეეხება გახარიად გუნდის სამომავლო გეგმებს, მოწერელია აღნიშნავს, რომ “რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებთან არ ითანამშრომლებენ.

„პოლიტპატიმრებში არ ვიცი, რას და ვის გულისხმობთ, არც ნიკა მელია და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. რიგგარეშე არჩევნებს რაც შეეხება, ყველა ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მოვლენები. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი, პირველი რიგში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. აქვე დავაზუსტებ იმას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ რადიკალიზებული გარემო და დაპირისპირება.

დღეს ჩვენ საზოგადოებას დაპირისპირება მობეზრდა, ჩვენ გვჭირდება ახალი დღის წესრიგი. ეს არის ბევრი ფაქტორებით განპირობებული. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა რადიკალიზმით განმსჭვალული პოლიტიკური ძალებისა. რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალასთან ჩვენ არ ვითამაშრომლებთ, მათ შორის, არის „ნაციონლური მოძრაობა“ და სხვაც“, – განაცხადა მოწერელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის დეპუტატებმა, “ქართული ოცნების” ექვსმა წევრმა პარტია დატოვეს და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ. უმრავლესობა დატოვეს გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.

ყველა კვლევით დასტურდება გახარიას რეიტინგი, მანდატების დათმობას არ ვაპირებთ: უმრავლესობიდან წასული ალექსანდრე მოწერელია

„ოცნებას” ძალიან ბევრმა გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი: შალვა კერესელიძე ყოფილ თანაგუნდელებს პასუხობს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები