LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, განხილვის არსებით ეტაპზე გადადის

269
BeFunky-collage (4)

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე სააკაშვილი–საქართველოს წინააღმდეგ, განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.

მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოში ხელისუფლების არგუმენტები მყარია.

„რაც შეეხება საქმეს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ის გადადის განხილვის არსებით ეტაპზე. საქართველოს არგუმენტები ამ საქმეში ძალიან მყარია და ბუნებრივია, ჩვენ საბოლოო კომენტარების გაკეთება მას შემდეგ შეგვეძლება, რაც საქმეზე არსებითი განხილვა დასრულდება.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომში მის გამოქვეყნებას, ბუნებრივია, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, აქ არ არის წინასწარ მკაცრად გაწერილი ვადები, გადაწყვეტილებას ამაზე სასამართლო მიიღებს და მას შემდეგ, რაც საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება, შემდგომში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით კომენტარს გავაკეთებთ.“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებას ედავება. მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს 2 წლის წინ მიმართა. საუბარია სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე.

მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო სასამართლოში 3 მუხლს დაობს:

მე-6 მუხლი – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება;
მე-7 მუხლი – არავითარი სასჯელი კანონის გარეშე;
მე-18 მუხლი – უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები.

პოპულარულები