LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევოლუციის მოწყობა გინდოდათ? ეს არ მოხდება! ძალიან წესიერი ადამიანები ვართ, ოჯახში გაზრდილი და ნუ გვასწავლით იმას, რაც ბავშვებმაც კარგად იციან: მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას

67
მიხეილ ყაველაშვილი

„რევოლუციის მოწყობა გინდოდათ? – ეს არ დაიშვება! არ მოხდება! ძალიან წესიერი ადამიანები ვართ, ოჯახში გაზრდილი და ნუ გვასწავლით იმას, რაც ბავშვებმაც კარგად იციან – ურთიერთპატივისცემა ძალიან კარგად ვიცით!“, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ხათუნა სამნიძესა და ხატია დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე.

მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილი „ღირსეული ადამიანი, ღირსეული კაცია და მის ძალადობას ვერავინ დაიჯერებს“.

აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინასგან… როდესაც აგრესია მოდის, იქ მნიშვნელობა აღარ აქვს სქესს… ეს აგრესიის აღკვეთა იყო: შალვა პაპუაშვილი

„საზოგადოება ყველაფერს უყურებს, ვერავინ დაიჯერებს შალვა პაპუაშვილის ძალადობას. ეს არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული კაცი. ჟურნალისტები ვერ გამოიყენეს, ახლა უნდათ ქალთა უფლებების დამცველებით რაღაც თემა ააგორონ და არ გამოვა ეს ყველაფერი. არავის აქვს სურვილი და არც მქონია მუშტი-კრივში ჩავერთოთ. ბიჭებთან და კაცებთან რა დღეში ვართ ნახეთ? როგორ გგონიათ, ჩვენ რომ წყნარად დავმჯდარიყავით, რას გააკეთებდით თქვენ? რევოლუციის მოწყობა გინდოდათ? – ეს არ დაიშვება! არ მოხდება! ძალიან წესიერი ადამიანები ვართ, ოჯახში გაზრდილი და ნუ გვასწავლით იმას, რაც ბავშვებმაც კარგად იციან – ურთიერთპატივისცემა ძალიან კარგად ვიცით. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. გელოდებით არჩევნებზე!“- მიმართა ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

პოპულალურები