გიორგი ნაზღაიძე აპირებს, „პრაიმ ჰაუსში“ მოგებული ბინით იბრძოლოს შვილისთვის, რომელიც აშშ-ში შეეძინა და მისი ნახვის საშუალება დღემდე არ აქვს. ამის შესახებ ის „ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.
გიორგი ნაზღაიძე:
ყველამ იცის, ჩემი მთავარი მიზანი ამ პროექტში იყო ის, რომ ამერიკაში ჩემი შვილისთვის ბრძოლა დამეწყო, რასაც დიდი ფინანსები სჭირდება. ამ მშვენიერ ბინას გავყიდი და დავიწყებ ჩემს ბრძოლას. ამ მოგებით ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგი ჩემი მთავარი ოცნების ასრულებისკენ.
ალბათ, დიდი ბრძოლა გელოდებათ წინ…
დიდი და რთული ბრძოლა იქნება. კამერები არ იქნება, თორემ არანაკლებ მძაფრი რეალური შოუ მელოდება შვილისთვის ბრძოლაში…“