LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაეხმარება სახელმწიფო დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს: დამატებითი საბუთები საჭირო არ არის

480
94996237-3195517053801272-3994945426439536640-o

ჯანდაცვის სამინისტრომ მიზნობრივი სოციალური და ეკონომიკურ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა.
ისაუბრეს თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება სხვადასხვა მიმართულებით.

პროგრამა იმ ძირითად ღონისძიებებს მოიცავს, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს. წარმოდგენილი იქნა დეტალური გეგმა, თუ ვინ მიიღებს სახელმწიფოს დახმარებას და რა შესაძლებლობები აქვს ხელისუფლებას მოქალაქეების დასახმარებლად.

„ვეცადეთ, პაკეტები ყოფილიყო მაქსიმალურად სამართლიანი და არც ერთ მოქალაქეს არ გასჩენოდა უსამართლობის განცდა“: ეკატერინე ტიკარაძე

ფინანსურ დახმარებას მიიღებენ დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან არიან უხელფასო შვებულებაში. აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესებულია 1200 ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა განხორციელდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით.

„აღნიშნული სიები წარმოებული იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ, რომელიც ჩვენს დასაქმების სააგენტოს წარედგინება. ოფიციალურად დაქირავებით მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ფორმალურ დასაქმებას ეწეოდნენ, არ დასჭირდებათ არავითარი დამატებითი საბუთების წარმოება და დამატებითი რეგისტრაციები. მათი დამსაქმებელი, როგორც მანამდე აკეთებდა ყოველთვიურად, ანგარიშგებას მოახდენს შემოსავლების სამსახურში, მიაწოდებს ინფორმაციას გათავისუფლებული ადამიანების შესახებ და თანხა ავტომატურად გადაირიცხება მათ ანგარიშებზე“, – განაცხადა პრეზენტაციისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ.

თვითდასაქმებულებზე კომპენსაციები გაიცემა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით, თუმცა გამოყოფილია 2 კატეგორია: ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში. პირველი კატეგორიის თვითდასაქმებულების იდენტიფიცირებას ახდენს შემოსავლების სამსახური 2020 წლის 20 მაისამდე. პირები კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge-ზე.

ამ კატეგორიის პირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge გაიხსნება ელექტრონული განაცხადის ფორმა.

ხოლო მეორე კატეგორიის თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე – www.moh.gov.ge, უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, თვითდასაქმებულების დადგენის საკითხი მიმდინარეობს და შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად ლოიალურები იყვნენ.

რა დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი და შშმ პირები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები