ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საუბრობს უნიკალური და ისტორიული სახლის შესახებ, რომელიც მან ივანიშვილის მეზობლად იყიდა. მისი თქმით, იქ 23 ოჯახი და 11- ადამიანი ცხოვრობდა:
„დაახლოებით 20 წლის წინ ამ ისტორიულ შენობაში ერთი ოთახი ვიყიდე, მერე მეორე, მესამე… ზოგი მილიონს ითხოვდა – ივანიშვილთან ახლოს ვცხოვრობ და ჩემი ბინა მილიონი ღირსო. ძალიან რთული იყო მოლაპარაკებების პროცესი. ზოგს ბინა ვუყიდე, ზოგს ფული მივეცი…“
გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საკუთარი ფინანსების მობილიზება ამ სახლის გასაკეთებლად მოუწია:
„მთელი ჩემი ფინანსები ამ კედლებშია ჩადებული. ძველი შევინარჩუნე, რადგან ვფიქრობ, როდესაც ძველი ინგრევა, აგური უნდა გამოიღო, გაწმინდო, კირით შეავსო და თავის ადგილას დადო. ჩვენი მთავრობა რას აკეთებს? დაანგრევენ, ბლოკით ააშენებენ და მერე აკეთებენ ვითომ ძველებური სტილით…“
კითხვაზე, იცნობს თუ არა მეზობელ ბიძინა ივანიშვილს, ჯანდაცვის ექსპერტი პასუხობს:
„მე პირადად ბატონ ივანიშვილს არ ვიცნობ და მასზე ვერაფერს ვიტყვი. არასდროს ვსაუბრობ იმაზე, ვისაც არ ვიცნობ…“
ვიდეო: როგორ გამოიყურება გიორგი ფხაკაძის საახალწლოდ მორთული სახლი საფრანგეთში