LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ ხელის გულზე ეყოლებოდათ, რომელიმე ქვეყანას რომ ჰყავდეს ნიკოლოზ რაჭველი!“ – ქართული კინომუსიკის შედევრების“ პრემიერა შედგა

293
raWveli-jorbenaZe

სცენარისტი და პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე ახალი პროექტის პრემიერის შესახებ წერს, რომელიც „მაგთის“ 25 წლის იუბილეზე შედგა – „ქართული კინომუსიკის შედევრები“ ნიკოლოზ რაჭველის და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რიგით მეორე პროექტია, რომელიც კინომუსიკას უკავშირდება – პირველი „მეხსიერების ბარათი“ უცხოურ კინოშედევრებს აერთიანებდა:

„ჯერ არაფრის დაწერა არ შემიძლია… პრემიერა შედგა!  ერთადერთი,  რაც სულ ვიცი, არის ის, რომ ჩემთვის მთავარი ძალა და ბედნიერება არიან ჩემი ადამიანები!!! მათთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია, დაუჯერებელ დროსა და ვითარებაში შექმნილი “მეხსიერების ბარათი #2 – ქართული კინომუსიკის შედევრები” სტარტს იღებს! ვუყურებდი, ვუსმენდი განათების პულტიდან და თან ვფიქრობდი, როგორ ხელის გულზე ეყოლებოდათ, რომელიმე ქვეყანას რომ ჰყავდეს ნიკოლოზ რაჭველი! 21-ე საუკუნე რომ გვიდგას, ასეთი მოვლენის გასააზრებლად  100 წლის გასვლა აღარ უნდა დაგვჭირდეს…“

ნიკოლოზ რაჭველის ტრიუმფი გერმანიაში: „საკმაოდ თავშეკავებულმა გერმანულმა აუდიტორიამ დაუვიწყარი თანადგომა და სიყვარული გამოუხატა ქართველ მაესტროს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g