LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი სიდედრი ჰყავს ზაზა ფაჩულიას: „ზაზასთვის ვარ ერთადერთი სიდედრი – ასე მეუბნება ხოლმე, რომ დამინახავს…“

516
ზაზა ფაჩულია და ქალბატონი ზეინაბი

ზაზა ფაჩულიას სიდედრი, ზეინაბ დვალიშვილი „დღის პოსტთან“ ცნობილი სიძის შესახებ საუბრობს:

„ჩემი მეგობრის შვილი და ზაზა ერთად თამაშობდნენ კალათბურთს. ზაზა რომ იყო მეშვიდე კლასში, მეგობარმა დამირეკა, ღომი გამიკეთეო. ორმეტრიანი ქალი იდგა და ღომს ამზადებდა. აღმოჩნდა ზაზას დედა, მარინა. ამ დროს ბავშვებმა ეზოდან ამოირბინეს. მაშინ გავიცანი ზაზა. მეშვიდე კლასში იყო. მე და მარინა დავმეგობრდით.

წლების შემდეგ ჩემმა მეგობარმა დამირეკა, ზაზა რეკლამაში ნახეო?

თიკამ „სუხიშვილების“ კონცერტზე გაიცნო. მოვიდა და მითხრა. რომ ავხედე და არ დამთავრდა, ცოტა სიცილი ამიტყდაო. მე ვუპასუხე, ძალიან უზრდელურად მოქცეულხარ-მეთქი.

ზაზასთვის ვარ ერთადერთი სიდედრი – ასე მეუბნება ხოლმე, რომ დამინახავს…“

სოფო ბედია: „ჩემს დედამთილს ჩემი შვილი თავისი შვილიშვილებისგან არ გამოურჩევია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები