LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედია: „ჩემს დედამთილს ჩემი შვილი თავისი შვილიშვილებისგან არ გამოურჩევია…“

922
სოფო ბედია

სოფო ბედია „დღის პოსტის“ ეთერში დედამთილთან ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მან შვილიანად მიიღო:

„ვერ დავზარდები ამაზე საუბარს, ისეთი კარგი დედამთილი მყავს, რომელსაც პატივისცემითა და დიდი სიყვარულით ვეძახი დედას. დავეთანხმები მოსაზრებას, რომ დედა განუმეორებელია და მისი მსგავსი არ არსებობს, მაგრამ როდესაც ძალიან კარგი დედამთილი შეგხვდება, რომელიც შენი დაქალიც არის, მეგობარიც, ეს დიდი გამართლებაა. ქალი, რომელიც ორიენტირებულია ჩვენს გახარებასა და ხელის შეწყობაზე. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი დედამთილი მყავს.

არაფერი ცალმხრივი არ უნდა იყოს, ბუმერანგის პრინციპია. ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა. ორივე პოზიტიური ვართ, იუმორი მაღალ დონეზე ვართ და თან, მეგრელები ვართ. ძველი ყაიდის ქართველი ქალბატონია, ტრადიციული, მეგრელი და გემრიელი. მე ვფიქრობ, ბევრი რამ რძალზეა დამოკიდებული. უფრო პატარა ხარ და მეტი ზრდილობა და პატივისცემა გმართებს.

ეს ჩემი მეორე ბედია. მე ჩემი ნიკუშათი უნდა მივეღე. ერთი წელი, სანამ მე და მიშა დავქორწინდებოდით, ვურთიერთობდით ჩვეულებრივად, იყო მისვლა-მოსვლა. არ მახსოვს, რომ მას თავისი შვილიშვილებისგან გამოერჩიოს ჩემი შვილი. უფრო მეტი ყურადღებით იყო. ეს არ იყო შენიღბული. ვგრძნობ, ვინ არის ნამდვილი და ვინ – არა“.

როგორი სიდედრი ჰყავს ზაზა ფაჩულიას: „ზაზასთვის ვარ ერთადერთი სიდედრი – ასე მეუბნება ხოლმე, რომ დამინახავს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები