LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დელეგაცია თბილისში ჩამოდის: მაისში ევროსაბჭოს მინისტერიალია

139
karasini

საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, სადაც რუსეთის დელეგაციაც იქნება წარმოდგენილი. სხდომა მაისშია დაგეგმილი, თუმცა ვიზიტორ დელეგატებთან მიმართებაში საქართველოში პოზიციები თანხვედრაში არ მოდის. გასული წლის 20 ივნისის “გავრილოვის ღამის” შემდეგ, რუსეთმა საქართველოსგან “ბოდიშის მოხდა” მოითხოვა, ოპოზიცია კი ოკუპანტი ქვეყნის დელეგატების შესაძლო ვიზიტს პროტესტს უცხადებს.

პრიორიტეტები, დემოკრატია, მთავარი გამოწვევები… საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

29 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოკუპაციის შესახებ კანონს გვერდს აუვლის და რუსეთის დელეგაციის წევრებს უმასპინძლებს. ზურაბიშვილის განცხადებას სერგეი გავრილოვმაც უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სიმართლე აღმოჩნდება, რუსი დეპუტატები მზად არიან საქართველოში ჩამოსასვლელად.

ჩრდილოელი მეზობლის ოფიციალური პოზიცია დღეს ხდება ცნობილი, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, გრიგორი კარასინი ასაჯაროვებს. კარასინის განმარტებით, რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.

გავრილოვი: საქართველო მზადაა რუსეთთან სამშვიდობო ურთიერთობის აღსადგენად

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g