ცნობილ მხატვარს, რუსუდან ფეტვიაშვილს მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა. ამ ცხოვრებისეულ ტრაგედიას დღემდე უმკლავდება.
მხატვარი ჟურნალ „გზას“ მეორე ნახევრის შესახებ ესაუბრება, რომელთანაც 33 წელი გაატარა:
„ახლა, როცა ამქვეყნად აღარ არის, უფრო კარგად ვხვდები, როგორ მეხმარებოდა. რამდენ წვრილმან საქმეს მაცილებდა და რამდენი რამ ჰქონდა თავის მხრებზე აღებული. ჩემს გამოფენებთან დაკავშირებული ყველა უხერხულობისა და ყველა პრობლემური საკითხის მოგვარება მას უწევდა. მეც მხარში ვედექი, მაგრამ ის გაცილებით მეტს აკეთებდა ჩემთვის. თემო თვითონაც ხელოვანი იყო და ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ მაინც მეხმარებოდა. მუდმივად ერთად ვიყავით, საზღვარგარეთ გამოფენებზეც მომყვებოდა და საქართველოშიც ჩემი პირველი გულშემატკივარი და დამხმარე სწორედ ის იყო!
ალბათ, მკითხველს გაუჩნდებოდა კითხვა, ასე ახალგაზრდა რატომ დაიღუპა? თემო სულ რაღაც 28 წლის იყო, როდესაც დიაბეტი აღმოაჩნდა. ბოლო წლებში ამას თირკმლის უკმარისობა და სხვა სერიოზული დაავადებებიც დაერთო და ვერ გადავარჩინეთ…“
რუსუდან ფეტვიაშვილის მძიმე პერიოდი: „იმდენად გამიჭირდა, რომ თმა გადავიპარსე…“