LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს [ვიდეო]

182
mishaa

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. როგორც ის ამბობს, მზად არის დავით გარჯის პრობლემურ საკითხზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. როგორც ის ამბობს, ახლა ერთადერთი გამოსავალი სწრაფი მოლაპარაკებებია.

 

 

“მე მინდა თითოეულმა ჩვენგანმა კითხოს თავის თავს – ჩემ დროს, შესაძლებელი იყო თუ არა, ასეთი რამ განვითარებულიყო საქართველოში. რა თქმა უნდა, არა! ძალიან მარტივი მიზეზის გამო… ჩვენ გვქონდა აზერბაიჯანთან ძალიან ახლო, ძმური ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს ვითხოვდით ჩვენი ხალხისთვის. ივანიშვილის მთავრობას კი ისინი პატივს არ სცემენ.

დავით გარეჯის საკითხიც და ყველა სხვა საკითხიც ძალიან სწრაფად მოგვარდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ ჩავერთო ამ მოლაპარაკებებში, ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი „შნირების“ მთავრობაა, მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. ესენი არაფრის გადამწყვეტნი არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკეები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან საბოლოო ჯამში, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს. ივანიშვილები მოდიან და აუცილებლად წავლენ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი რჩება. ესენი არიან ძმური ერები და ეს არაერთხელ დაამტკიცეს უახლეს ისტორიაში,” – ამბობს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მისასვლელი გზა გადაკეტეს. პრობლემა აღდგომის დღესასწაულის დღეებში გამწვავდა, როცა ბერებმა, საქართველოს კუთვნილ მონასტერში მისვლა ვერ მოახერხეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები