ჩვენი მთავარი ამოცანაა, გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური ლიდერები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებასთან გადაყვანის შემთხვევაში ადგილი არ ექნება არავითარ პროვოკაციას და არავითარ აქციას.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეკანოიძემ და თინა ბოკუჩავამ კახა კუჭავას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება გადასცეს.
„უკანასკნელ პერიოდში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის, წამების ფაქტების ფონზე, ასევე ჩვენი მოთხოვნის ფონზე, აუცილებელია მისი სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა, რაც ხაზგასმულია განცხადებაში.
ამავე დროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ იმ შეთხვევაში, როდესაც დააკმაყოფილებენ საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ ყველა მუხლს, მათ შორის მუხლს, რისკენაც მათ სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო ჰოსპიტალში უნდა გადაიყვანონ.
სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის გლდანის საპატიმროს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც მან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა ადგილობრივ მედპერსონალთან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ვიდეო: პენიტენციური სამსახური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს
