LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გაგრძელდება იგივე: რა უპირატესობები აქვს ჭავჭავაძის პროექტს და კიდევ რას აპირებს მერია

194
116711523-661257488075152-7893584272721930781-n

“საზოგადოებირივი ტრანსპორტით დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ვსაუბრობთ მის პრივილეგიებსა და განახლებაზე” – დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობასა და ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის შედეგებზე თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მან კონცეფციის თვალსაჩინოებისთვის შესაბამისი ფოტომასალა წარმოადგინა.

„მინდა, შედარება წარმოვადგინო. ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას. წარმოიდგინეთ, გამონაბოლქვის თვალსაზრისითაც, 55 ავტომობილს რამდენი პრობლემა მოაქვს. წლების მიხედვით, თბილისში არსებული ავტომობილების 47% არის 11-დან 20 წლამდე, 44% – 20 წლის ზემოთ. გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაზეც საზოგადოება ძალიან წუხს და მესმის მათი, შემთხვევითი არ არის ამდენი დაავადება, ჯანმრთელობის პრობლემები. ეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. ჩვენ ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდა, რის შედეგადაც, თბილისს 454 ახალი, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსი ჰყავს, დანარჩენი – 188 ავტობუსი კი, წლის ბოლომდე შეიცვლება.

ყველაფერი საუკეთესო, რაც ევროპაშია, ჩემ ქალაქშიც მინდა – კალაძე მერობის სიმძიმესა და ამბიციებზე საუბრობს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის უპირატესობებზე ისაუბრა, რის შედეგადაც, აღნიშნულ მონაკვეთზე 70 000 მგზავრის გადაადგილება 3-ჯერ ნაკლებ დროშია შესაძლებელი, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

„მუნიციპალურ ტრანსპორტს 8 წუთი სჭირდება ვარაზისხევიდან ვაკის პარკამდე გადაადგილებისთვის, მაშინ, როდესაც საცობში გავლას 24-25 წუთი სჭირდებოდა. ეს კი, მგზავრებისთვის დამატებით პრობლემას ქმნიდა, ისინი 20-30 წუთი ელოდნენ ტრანსპორტს. ამ პრობლემას ავტობუსების დამატებით ვერ მოვაგვარებთ. პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში გადაადგილება საცობების გამო პრობლემურია. ამიტომ, ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თავისი ზოლი მგზავრების უსაფრთხოდ გადასაყვანად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თქვენ ჩემს ადგილზე რას გააკეთებდით? – კალაძე რეფორმის წარმატებაში დარწმუნებულია

თბილისის მერის განმარტებით, ანალოგიური სამუშაოები ვეკუა-ხიზანიშვილის, ასევე, კანდელაკის ქუჩებზე განხორციელდა. დახაზვის სამუშაოები კი, თამარაშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას ქუჩებზე, ქეთევან წამებულის გამზირსა და რუსთაველის გამზირზეც გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g