LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი საუკეთესო, რაც ევროპაშია, ჩემ ქალაქშიც მინდა – კალაძე მერობის სიმძიმესა და ამბიციებზე საუბრობს

111
4

“გულწრფელად მინდა და მაქვს ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემ ქალაქშიც განხორციელდეს. ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს ჩემი ახირება ან ხუშტურებია. ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში 10 წელი ვცხოვრობდი”, – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკა მძიმე მდგომარეობაშია.

„მოვიძიეთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპანიები და ექსპერტები, ვისაც ანალოგიური რეფორმები და პროექტები ჰქონდათ გაკეთებული. როდესაც საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შევხვდით, გვითხრეს, რომ რეფორმა აუცილებლად გასაკეთებელია. დამისვეს მხოლოდ და მხოლოდ ორი შეკითხვა – ვიყავით თუ არა მზად ამისთვის და ერთ-ერთი პირობა იყო, რომ პოლიტიკა არ უნდა შემოგვეტანა ამ პროცესში. მე, ჩემ თანაგუნდელებთან ავიღებ პასუხისმგებლობა, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გათვლით, სტრატეგიების და კონკრეტული პროექტებით”, – აღნიშნა კალაძემ.

 

თქვენ ჩემს ადგილზე რას გააკეთებდით? – კალაძე რეფორმის წარმატებაში დარწმუნებულია

 

მერობა დიდი პასუხისმგებლობა და მსახურებაა

„შეიძლება, ვინმესთვის დედაქალაქის მერის სტატუსი მიმზიდველი და პრივილეგია იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ეს მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობაა და მსახურებაა, თბილისისა და თბილისელების წინაშე“, – განმარტა კალაძემ და თანამოქალაქეების წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

„ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ვიყავი, როდესაც გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატობა შემომთავაზა, ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, ამის შემდეგ, მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ვითხოვე, რადგან კარგად მესმის ქვეყანაში არსებული მიგრაციისა და პოლიტიკური ვნებების ფონზე, რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა. ჩემი გუნდის წევრებთან ერთად ვისაუბრე და მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს პასუხისმგებლობა აგვეღო. ასევე, ჩვენ ვთქვით, რომ ვერ ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ გზას დააგებდნენ, ორმოულებს ამოავსებდნენ და ა.შ. არამედ, ჩვენ ვიქნებოდით ის ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებდნენ. შეიძლება ზოგისთვის მტკივნეულს და არაპოპულარულს, მაგრამ ჩვენი ქალაქის, შვილებისა და მომავალი თაობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს.

როდესაც საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა დავიწყეთ, შვიდი ძირითადი მიმართულება წარმოვადგინეთ. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ლამაზად შეფუთული საარჩევნო კამპანია, ეს იყო კონკრეტული ხედვა, გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯები, რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ თბილსიში, 30 წლის განმავლობაში დაგროვილი ერთი და იგივე პრობლემა მოგვეგვარებინა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები