“საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის შემოღებას არ ითვალისწინებს,” -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარის ოდენობით
„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის სამი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით“, – ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გიორგი გახარიამ გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა […]
„რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას. ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ შეზღუდულია. რასაც თქვენ გულისხმობთ, საქართველოში, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ამ დადგენილებით საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ რას ვაკეთებთ – ვზღუდავთ ბუნებრივად მოქალაქეთა მობილურობას და მოვუწოდებთ მათ, კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე ჩვენი ოჯახის წევრების, პირველ რიგში, მოქალაქეების და რა თქმა უნდა, ჩვენი მშობლების, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე.
რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება დადგა, ჩვენ ამის საშუალება გვაქვს და სატრანსპორტო საშუალებებიდან დაწყებული, უბრალოდ უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს – გიორგი გახარია