სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მედიასთან განაცხადა, რომ უკვე ოფიციალურად მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, რომ სახალხო დამცველი ჩაერთოს მესამე მხარედ მიმდინარე დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში.
მისი თქმით, თუ თხოვნა არ დაკმაყოფილდება, კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა დავაყენეთ დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილების პროცესში.
რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სტრასბურგი გაიზიარებს ჩვენს თხოვნას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უშუალოდ წარმოვუდგინოთ სასამართლოს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია პაციენტ და პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვფიქრობ, რომ კონსილიუმის დასკვნა მაინც ითამაშებს გადამწყვეტ როლს პაციენტის უფლებრივი, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასებისთვის”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.