LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო

395
BeFunky-collage (4)

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა არსებითად მნიშვნელოვანია.

„2021 წლის 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა ფოტო და ვიდეომასალა. ვიდეომასალაზე ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პერსონალის გარემოცვაში. სამსახურის განცხადების თანახმად, ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, სხვადასხვა დროს, საკვებსა და ნატურალური წვენების მიღების ფაქტი, ხოლო ფოტომასალაზე ასახულია მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული პროდუქტები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს” – რა ვიდეოს აქვეყნებს პენიტენციური სამსახური

“პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ, რაა ეგ “საჭმელი” სინამდვილეში” – ნიკა გვარამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

ინგა გრიგოლია: “ეგეთი ბრიყვია მიშა, ექიმებთან რომ იჯდა, რაღაც მიაწოდეს და აჭამეს,არ სცოდნოდა, რომ იღებდნენ?… ახლოდან გვაჩვენეთ რას ჭამს რა, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე”

“ასე როგორ შეგაშინათ ამ ერთმა კაცმა? ამის მერე სკეპტიკოსებშიც კი უფრო მეტი თანაგრძნობა გაჩნდება დაუძლურებული სააკაშვილის მიმართ…” – ლაშა ბუღაძე

mazda magti 5g