LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკმაოდ მაღალი შეფასება მივიღეთ” – ბაკურიანს 7 ქვეყნის სათხილამურო კურორტის 40-მდე წარმომადგენელი სტუმრობს

140
ბაკურიანი (4)

ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, კომპანია „დოპელმაიერის“ ორგანიზებითა და მთის ტრასების სააგენტოს ჩართულობით, საქართველოს 7 ქვეყნის სათხილამურო კურორტის 40-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, მენეჯერები და მფლობელები ესტუმრნენ.

მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, სტუმრები გაეცნონ და გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში დააგროვა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

“სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს ბაკურიანის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ახალი საბაგიროები და ხელოვნური ტბის რეზერვუარები. მათი მხრიდან საკმაოდ მაღალი შეფასება მივიღეთ. უნდა აღინიშნოს, რომ უკლებლივ ყველა სტუმარმა გაოცება ვერ დამალა, როგორ შევძელით ასეთ მოკლე ვადებში ბაკურიანში მაღალი დონის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობა”, – აღნიშნა MTA-ს დირექტორმა აღნიშნა ირაკლი ბურჭულაძემ.

ყაზახეთის კურორტ „შიმბულაკის“ დირექტორის რინატ აბრაკხმანოვის განცხადებით, ის ბაკურიანს 2021 წელს სტუმრობდა, თუმცა ამ მცირე პერიოდში ბაკურიანში ჩასულს კურორტზე უამრავი სიახლე დახვდა.

“აქ უკვე მეორედ ვარ და გაოცებული ვარ იმით, თუ როგორ არის მომზადებული ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. პირველად აქ 2021-ში ჩამოვედით და არაფერი იყო, ამჯერად კი კარგად ვხედავთ, ყველაფერი როგორი ორგანიზებული და კეთილმოწყობილია. იმედი მაქვს, ყველა ქვეყანა ისიამოვნებს ამ მსოფლიო ჩემპიონატით”, – აღნიშნა რინატ აბრაკხმანოვმა.

mazda magti 5g