LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძის ახალი კლიპის პრემიერა შორენა ბეგაშვილის შოუში შედგება

358
feradishorenastanbakuradze

დღეს საღამოს, შორენა ბეგაშვილის შოუში შედგება სალომე ბაკურაძის ახალი კლიპის პრემიერა. სალომემ გელა გნოლიძის ძველი სიმღერა „აღარ გიცდი“ ახლებური ვერსიით შემოგვთავაზა, ხოლო კლიპის ავტორი ნესტან სინჯიკაშვილი გახლავთ. სიმღერა ტრიალებს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რადიოსადგურებში, დღეიდან კი უკვე მასზე გადაღებულ ვიდეორგოლსაც ვნახავთ.

სალომე ბაკურაძე:

კლიპი 2020 წლის სექტემბერში გადავიღეთ, მაგრამ ხან რა ხდებოდა, ხან რა, არჩევნები, კორონა, კლიპიც დიდხანს მოუნდა მზის სინათლის ხილვას. ბოლო-ბოლო დავაყენე საშველი მის პრემიერას. კარგი დროა, ყველა სახლში ვართ, ახალმა წელმაც გადაიარა, მოკლედ, ვინც უნდა ნახოს, ყველა ნახავს.

მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები სექტემბერში იყო, მიძინებულივით იყო კორონა, მაინც ყველა ნორმის დაცვით ჩავატარეთ. ეტაპობრივად დავიბარეთ ყველა მონაწილე სელფის მუზეუმში, რომ წესები კარგად დაგვეცვა და დიდი ჩოჩქოლი და აურზაური არ აგვეტეხა და ერთ დღეში გადავიღეთ. დაახლოებით 15-მდე მონაწილეა, არცთუ ცოტა.

რეჟისორი გახლავთ ნესტან სინჯიკაშვილი, ოპერატორი არის ლევან ლეკიაშვილი, პროდიუსერები თაკო დოლაბერიძე და ნოდიკო ტატიშვილი არიან, ძალიან ბევრ რამეში დამეხმარნენ. ნოდიკო შემიძლია, თავისუფლად მოვიაზრო კლიპის პროდიუსერად, მანამდეც მეხმარებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა ყველაფერში სრულფასოვნად იყო ჩართული.

კლიპის მონაწილეები არიან ჩემი მეგობრები და ახლად დამეგობრებული მოცეკვავეები, მსახიობები და ა.შ. ძალიან საინტერესო, ახალ და უცხო ტიპაჟებსაც ნახავთ.

ველოდები პრემიერას, რომელიც შედგება შორენა ბეგაშვილის შოუში, დღეს საღამოს ათ საათზე. ტელეპრემიერის შემდეგ, ვიდეორგოლი განთავსდება ჩემს „იუთუბ“-არხზე და მაყურებლისა და მსმენელის კეთილგანწყობის იმედი მაქვს (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები