სალომე გოიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს და ასევე ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„ლარის გაუფასურება ყოველთვის იყო. უბრალოდ, ახლა ხალხს თავისუფლება მიეცა, რომ პოსტები წერონ სოციალურ ქსელში, გამოვიდნენ რაღაც აქციაზე, იყვირონ. მიშა სააკაშვილის დროსაც ხდებოდა ეს, მაგრამ ყველას ისე ეშინოდა და მათ შორის მეც, რომ ტელეფონებს მეორე ოთახში ვტოვებდით და ისე ვლააპრაკობდით ან ტელეფონში სახელებს არ ვახსენებდით, რადგან ყველას გვისმენდნენ. გაჭირვება მაშინაც იყო.

კონკრეტულად თქვენ რისი გეშინოდათ?

მე რომ მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი და რაც მაწუხებდა, ჩემი ქმარი დღეს ციხეში იჯდებოდა. არ იყო გამორიცხული, იმ საცოდავი ბიჭების სიაში მოხვედრილიყო, რომლებიც დაიჭირეს. დღეს ასე არ ისჯებიან. ხალხს თავისუფლება მიეცა, რაც ვთვლი, რომ ახლანდელი ხელისუფლების ძალიან დიდი შეცდომაა. მივხვდი, რომ ქართველი ადამიანისთვის თავისუფლება არის ღრეობა, ანუ ღეობაში გადადგიან.

მოგეცი თავისუფლება, პირველ რიგში, სიტყვის თავისუფლება, მოგეცი უფლება, გააკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ რაღაც ზღვარი დაიცვან, მაინც უკმაყოფილოები არიან. ამ მთავრობას ძალიან ბევრი რაღაც აქვს გამოსასწორებელი, მე პირადად, ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს.

მაგალითად?

პირველი ის, რომ ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნიას არ უნდა ჰქონდეთ უფლება, წამყვანი ტელეკომპანიის პირდაპირი ეთერიდან საშინელი სიტყვები მასმენინონ. ბოლო პერიოდზე ვლაპარაკობ. თუნდაც პატრიარქის გინებაზე… მე მორწმუნე ვარ და არ მინდა, ამას ჩემი შვილები ისმენენ. არ მოგწონს პრეზიდენტი? შენთვის შეინახე. მარტივად ვამბობ – კაცი რომ ქალს აგინებ, ჩემთვის ხარ არაკაცი!.

ცნობილია, რომ თქვენი ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობს. რას ფიქრობთ ბოლო დროს მის წინააღმდეგ აგორებულ ტალღაზე, აქციებზე, რომლებიც ყოველ საღამოს მის სახლთან იმართება?

ეს არის უმადური ადამიანების ტალღა. დაიწერა რაღაც, სალომე გოგიაშვილი მთვარეზეც გაჰყვება ბიძნასო. მინდა განვმარტო: მთვარეზე გაყოლა იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ბიძინა რაკეტაში ჩაჯდება, მე უკან დავჯდები და ერთად გავფრინდებით. ზოგადად ვთვლი, რომ მადლიერი ადამიანი არის ყველაზე მდიდარი… ადამიანს 500-ზე მეტი შენობა აქვს გარემონტებული, გაკეთებული. აღარ ვლაპარაკობ იმ ხელოვანებზე, რომლებსაც პენსია, ხელფასები დაუნიშნა ბიძინამ აბსოლუტურად უანგაროდ, რადგან მსახიობები შიმშილით იხოცებოდნენ. რამდენიემ გამოვიდა და თქვა, ბიძინას ფული არ გვინდაო. ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, რომელმაც უარი განაცხადა ბიძინას ხელფასზე, მეორე დღეს გაიქცა და ბანკიდან რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი თანხა გამოიტანა. ეს მაშინ იყო, მიშა რომ წავიდა და ბიძინა მოვიდა…“

სალომე გოგიაშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში გაეცნობით.

მსგავსი თემები