საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს, კოვიდსაწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრება. აღნიშნული ინფორმაცია მის Facebook-ზე გავრცელდა.
“პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს,” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.
მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს
პაატა იმნაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა
“თავს ვგრძნობ გადასარევად” – პაატა იმნაძე ვაქცინაციის შემდეგ
დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
“მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ” – მარინა ენდელაძე