LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამედიცინო პირბადე, ორპირი ყოველ 10-15 წუთში” – გიორგი ფხაკაძე განმარტავს, როგორ შევამციროთ ვირუსის გავრცელება საკლასო ოთახებში

3064
BeFunky-collage (9)

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას სასარგებლო და მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს.
გიორგი ფხაკაძე წერს, რომ საკლასო ოთახში ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად აუცილებელია პირბადის ტარება და ამასთან, საჭიროა საკლასო ოთახების ყოველ 10-15 წუთში ორპირი განიავება.
ფხაკაძე აღნიშნავს, რომ დაინფიცირება სწორედ საუბროს დროს ხდება, ამიტომ აუცილებელია ელემენტარული წესების დაცვა, რათა მნიშვნელოვანად შემცირდეს ინფიცირება სასწავლო დაწესებულებებში.
“საკლასო ოთახში
სამედიცინო პირბადე
ორპირი (ყოველი 10-15 წუთი)

ბარი/რესტორანი
სამედიცინო პირბადე
ორპირი
რაოდენობის შემცირება
საუკეთესო არის გარე სივრცე

ბევრი ლაპარაკი=ბევრ ვირუსს
არ ილაპარაკოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში”-წერს გიორგი ფხაკაძე.