LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა რულოვსი სააკაშვილის მდგომარეობაზე: “იმედი გვაქვს, გონზე მოვლენ.. აუცილებლად უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ”

747
BeFunky-collage (2) (1)

ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

ამის შესახებ რულოვსმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

” უცილობლად უნდა გადაიყვანონ და იმედი გვაქვს, რომ გონზე მოვლენ”, – თქვა მან.

რაც შეეხება შეკითხვას, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას სააკაშვილის სიცოცხლეზე, სანდრა რულოვსი ასე პასუხობს – “რა თქმა უნდა, თავისთავად”.

სააკაშვილისთვის პირველ რიგში გარემოს შეცვლაა საჭირო.. ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი – ექიმი თენგიზ წულაძე

შეგახსენებთ, სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, იყო ბევრი სპეკულაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა, ინფორმაცია, რომელიც ექიმებისგან მიიღო, ნამდვილად შემაშფოთებელი და კრიტიკულად მძიმეა.

როგორც ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე აღნიშნა, მისი რეკომენდაციაა შედგეს ექიმების ჯგუფი, რომლებიც იმსჯელებენ როგორ, სად და რა ფორმით არის უმჯობესი და საჭირო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და შესაბამისად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული.

ამასთან, ლომჯარიას განცხადებით, თუ სახელმწიფო მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და სახეზე გვექნება ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა.

“უკვე 8 კილო დაიკლო, რომლიდანაც ძირითადი არის კუნთოვანი მასა, ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია – ანორექსიული ადამიანი ციხეში არ განიკურნება” – ექიმი სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები