LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანიკიძე ღარიბაშვილს: გარდა სატანისტებისა, მიტინგზე იყვნენ მაჯლაჯუნები. ირაკლი, ხისთავიანო, იქ მაჯლაჯუნები ვერ დაინახეთ? – მიგაკლავს ბიძინა პოლიტიკურად

443
გუბაზ სანიკიძე და ღარიბა

„შე­დე­გი და­დე­ბუ­ლია, რაც ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდო­ბამ გა­ა­კე­თა, კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­გა­რეო ორი­ენ­ტა­ცია. ვე­ლო­დე­ბო­დი ამას, ხში­რად მით­ქვამს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დარ­ტყმას მი­ი­ღებს მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ფე­ნი­დან, რომ­ლის­გა­ნაც არ ელის-მეთ­ქი“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიძიკემ განაცხადა და ე.წ გავლენების აგენტების კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში სანიკიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს თავისუფალ საქართველოში დაბადებულმა თაობამ დაარტა და ეს არის მო­სეს, უდაბ­ნოს თა­ო­ბა.

პრემიერი: რამდენიმე ახალგაზრდის ფოტო ვნახე, სატანისტების ფორმა ეცვათ.. ეს შემაშფოთებელია

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ პრემირ-მინისტრი, ირაკლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კლო­უ­ნა­დაა ქცე­უ­ლი და რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა მას აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა.

„ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, რა აქვს ამ კაცს და­შა­ვე­ბუ­ლი. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მო­ი­ტანს ცნო­ბას ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი­დან, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და ცი­ხის მა­გი­ერ წავა სა­გი­ჟეთ­ში. ხომ ნა­ხეთ რე­ებს ბო­დავ­და გუ­შინ, გარ­და სა­ტა­ნის­ტე­ბი­სა იქ იყ­ვნენ მი­ტინგზე მა­ჯ­ლა­ჯუ­ნე­ბი. ირაკ­ლი, ხის­თა­ვი­ა­ნო, იქ მა­ჯ­ლა­ჯუ­ნე­ბიც ვერ და­ი­ნა­ხეთ? – მი­გაკ­ლავს ბი­ძი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რად.

და­ვით სერ­გე­ენ­კო ყოველ­თვის წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო და ყო­ველ­თვის სიმ­პა­თი­ებს იწ­ვევ­და და სა­ინ­ტე­რე­სოა რა­ტომ არ მის­ცა მან რუ­სულ კა­ნონს მხარს. ასე­ვე ჩა­ჩი­ბა­ი­ამ, რო­მე­ლიც და­სავ­ლუ­რი სამ­ხედ­რო სკო­ლის პრო­დუქ­ტია. მე ასე მგო­ნია, რომ სერ­გე­ენ­კო გა­და­ნა­ხუ­ლი კარ­ტია“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ, ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა.. იცით, როგორი მგრძნობიარეები ვართ ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ – ღარიბაშვილი

მისი მოსაზრებით, როცა უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა ცხად­ზე უცხა­დე­სი იქ­ნე­ბა, პა­პუ­აშ­ვილს [პარლამენტის თავმჯდომარე] ბი­ძი­ნა გა­უშ­ვებს და მო­იყ­ვანს სერ­გე­ენ­კოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რედ მოიყვანს:

„ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ად­გი­ლას კუ­ჭა­ვას და­აბ­რუ­ნებს ან თა­ვის ად­ვო­კატს ვიქ­ტორ ყი­ფი­ანს და და­ი­წყებს 12-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას. ბი­ძი­ნა ყო­ველ­თვის იტო­ვებს სა­თა­და­რი­გო ბი­ლიკს. და­ვით სერ­გე­ენ­კო არის პო­ლი­ტი­კუ­რად ქალ­წუ­ლი და მო­იყ­ვანს პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რედ. სომ­ხურ მე­დი­ას­თან ჰქონ­და ინ­ტერ­ვიუ ვიქ­ტორ ყი­ფი­ანს და დაგ­მო უმ­რავ­ლე­სო­ბა.

გუ­შინ ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე ვიმ­ხი­ა­რუ­ლე. მე გა­ვაფრ­თხი­ლე „ქო­ცე­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი უფსკრუ­ლი ელო­დე­ბათ. უნდა და­ვეხ­მა­როთ, რომ არ გა­გიჟ­დნენ, ზოგ­მა შიშ­ველ­მა არ და­ი­წყოს სირ­ბი­ლი. სულ არ მი­ხა­რია ეს. რად­გან ჩვე­ნი სის­ხლი და ხორ­ცი არი­ან უნდა გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

ივანიშვილის ადვოკატი: ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისთვის – რა აუცილებელი იყო ამ კანონპროექტით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

ყვე­ლა­ზე დიდი მა­გი­ნებ­ლე­ბი ბი­ძი­ნა­სი ეგე­ნი გახ­დე­ბი­ან. მკი­თხა­ვი კი არ ვარ. „ქო­ცე­ბი“ არი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი მარ­გო სი­მო­ნი­ა­ნი დაგ­ვეს­ხმე­ვა თავ­ზეო. ჩვენ წი­ნაპ­რებს სელ­ჩუ­კე­ბის არ ეში­ნო­დათ და ამათ მარ­გო სი­მო­ნი­ა­ნის ეში­ნი­ათ.

რო­გორც 9 აპ­რი­ლის მედ­რო­შე ქალ­მა და­მო­უ­კი­დებვლად მოგ­ვი­ტა­ნა სიმ­ბო­ლუ­რად, ისე მოგ­ვი­ტანს ევ­რო­კავ­შირს ის დრო­ში­ა­ნი ქალი, მი­ტინგზე რომ იდგა. ისე მი­დის საქ­მე, რომ ბი­ძი­ნა გა­მო­ვა წელსზე­ვით შიშ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნის დიდი დრო­შის სვი­რინ­გით, ასე იქ­ნე­ბა, აგერ ნა­ხავთ. რა­საც იზამს ეს ვიცი და­ნამ­დვი­ლე­ბით. ჩემ­თვის სა­სიგ­ნა­ლო იყო მისი ძვირ­ფა­სი ად­ვო­კა­ტის ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც დაგ­მო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ბი­ძი­ნას აქვს ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებს, ახლა და­ხუ­რავს ამ პრო­ექტს რა­საც ჰქვია უმ­რავ­ლე­სო­ბა. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, გინ­და ღმერ­თის­თვის გი­ღა­ლა­ტია, გინ­და ქვეყ­ნის­თვის. არ იყო ის ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი, რაც მა­გათ ჩა­ი­დი­ნეს? ბი­ძი­ნა თავს გა­და­ირ­ჩენს და ამა­თი ნა­წი­ლი ცი­ხე­ში წავა და მე­ო­რე ნა­წი­ლი მო­ღა­ლა­ტის სტა­ტუ­სით იცხოვ­რებს.

გუ­შინ რეპ­რე­სი­ე­ბი დაგ­ვი­ა­ნონ­სა ირაკ­ლიმ. ირაკ­ლი, შე ხის­თა­ვი­ა­ნო, ერთ ბავ­შვს და­ი­ჭერ და უფრო მალე დამ­თავ­რდე­ბა ეს პრო­ცე­სი ვიდ­რე შენ გგო­ნია. ისე ნუ იზამ, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის ერ­თა­დერ­თი მსხვერ­პლი შენ აღ­მოჩ­ნდე.“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

“ნებისმიერს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა? ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა” – ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g