LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოს წარმომადგენელმა დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში მოინახულა: “ასეთი ფაქტები ქრისტიანობისთვის ყოვლად მიუღებელია”

183
BeFunky-collage (11)

რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე აგრესიულად განწყობილი პროტესტის მონაწილეების მიერ დაშავებული ჟურნალისტები საპატრიარქოს წარმომადგენელმა, წმიდათა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ყიფშიძემ კლინიკა ,,ნიუჰოსპიტალში” მოინახულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

განცხადებას თან ერთვის ფოტომასალა.

“მათი მკურნალი ექიმების თქმით, საავადმყოგოში 5 დაზარალებული მიიყვანეს. მათგან 2 უკვე გაწერილია, ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე ემზადება საოპერაციოდ და მესამე ნეიროქირურგიის განყოფილებაში წევს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო არაერთი განცხადებით გაემიჯნა ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე და აქციამდეც, მუდმივად მოუწოდებდა მოქალაქეებს, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობისათვის აღსავლენ პარაკლისში მონაწილეობის მისაღებად მობრძანებულიყვნენ.<

ამასთან, საპატრიარქომ ასევე წინსწრებით არაერთხელ აღნიშნა, რომ თემა მეტად მტკივნეული და საფრთხილოა, ამიტომ, დიდი ალბათობით, ის გამოიწვევდა ასეთ მკვეთრ დაპირისპირებას, რაც, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს აქციის ორგანიზატორებმა და დღეს საკმაოდ მძიმე სურათი ვიხილეთ (თუმცა ძალადობრივ ფაქტებს, თავისთავად არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს).

რა თქმა უნდა, დიდ წუხილს გამოვთქვავთ აქციის დროს ჟურნალისტების, უცხოელი ტურისტისა და თანამოქალაქეების დაშავების გამო. ასეთი ფაქტები ქრისტიანობისთვის ყოვლად მიუღებელი და შემაშფოთებელია. სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ თითოეულ დაზარალებულს და ვლოცულობთ მათთვის,”- ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. არ კონკრეტდება, რომელ ინცინდენტებში მონაწილეობდნენ დაკავებული პირები.