LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 16.3 %-ით გაიზარდა

108
ASEAN-Briefing-Import-and-Export-Procedures-in-Indonesia-Best-Practices-002

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 2019 წლის იანვარსექტემბერში 620.1 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული მონაცემი 16.3 %-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.8 პროცენტს შეადგენს.იმპორტის მოცულობამ 1 667.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (10.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 287.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით ჩამორჩება.

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან აქ ექსპორტირებულია 1 430.9 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 23.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 704.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (12.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 135.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები