LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს შავი ზღვის რეგიონსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში პრიორიტეტული პარტნიორია: ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი

63
FORTUNA.GE- (1)

“საქართველოს პრიორიტეტულ პარტნიორად მივიჩნევთ შავი ზღვის რეგიონსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, რისი მტკიცებულებაც აქტიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგია.” – საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ბულგარელი კოლეგა ულოცავს და აღნიშნავს, რომ ბულგარეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის აქტიურ მხარდაჭერას აგძელებს.

პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ ეკონომიკურ სფეროში საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალის შემდგომი განვითარების წინაპირობაა:

“თქვენო აღმატებულებავ! გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით.

ვიყენებ ამ სასიამოვნო შესაძლებლობას და ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დადებით ხასიათს, რომელიც მეგობრობას, ისტორიულ, კულტურულ და სულიერ სიახლოვეს ეფუძნება.

საქართველოს პრიორიტეტულ პარტნიორად მივიჩნევთ შავი ზღვის რეგიონში და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, რისი მტკიცებულებაც აქტიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი გახლავთ. ეკონომიკურ სფეროში საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალის შემდგომი განვითარების წინაპირობა. ბულგარეთი თქვენი ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანს უჭერს მხარს და აგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის აქტიურ მხარდაჭერას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ურყევ ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ ამ ძალზედ საპასუხისმგებლო საქმეში და გარწმუნებთ თქვენდამი ჩემს უდიდეს პატივისცემაში.” – აღნიშნავს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი.

 

დარწმუნებული ვარ, თქვენი უბადლო ხელძღვანელობით კიდევ უფრო განვავითარებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობებს: ესტონეთის პრემიერი გიორგი გახარიას

საქართველოს და უკრაინას აქვს საერთო ევროპული მისწრაფებები და გამოწვევები: გიორგი გახარიას თანამდებობაზე დანიშვნა დენის შმიგალმა მიულოცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები