LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მესამე ტალღა უკვე დაწყებულია, მაგრამ მთავრობას ამის აღიარების ეშინია: გიორგი ფხაკაძე

1284
გიორგი ფხაკაძე

პროფესორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ამბობს, რომ საქართველოში მესამე ტალღა უკვე მეორე კვირაა დაწყებულია, მაგრამ ამის აღიარების უბრალოდ ეშინიათ.

მისი თქმით, ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, რომ მესამე ტალღა დაწყებულია.

„ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, რომ საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი.  როცა შენ გაქვს სხვადასხვა ინდიკატორები  და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი.  პატარა მიწისძვრების შემდეგ შენ უკვე იცი, რომ მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, რომ საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო ორი კვირის უკან. 

თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ და რატომ ვიტყუებთ თავს, მე მაინც ვერ გავიგე.  ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ და ნოემბერში ერთ-ერთი  მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში. 

ზაფხულში ვამბოდი, რომ მეორე ტალღა აუცილებლად იქნებოდა. ამბობდნენ, რომ ხალხს პანიკაში ვაგდებდი. მაგრამ შენ თუ მოემზადები, უფრო შეიარაღებული ხარ და უფრო იოლად გადაიტან ამ პრობლემას. როცა იცი, რომ პრობლემა მოდის და სპეციალურად არ ემზადები ამ პრობლემისთვის, მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში“. – ამბობს ექსპერტი  ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „კვირის თემა“. 

ჩინური ვაქცინა დავასაწყობოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ, მისი ჩამოტანა დანაშაულია – გიორგი ფკახაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები