საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში 21 839 ბავშვი დაიბადა.

ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი.

შესაბამისად, 2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 982 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა:

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (717) და ქვემო ქართლში (195),

ყველა დანარჩენ რეგიონსა და დედაქალაქში, იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები