LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიამოვნო ნამდვილად არ არის ექვსი დეპუტატის გასვლა, თუმცა ამით უმრავლესობას საფრთხე და პრობლემა არ ექმნება: ნიკოლოზ სამხარაძე

73
ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქართული ოცნების პარტიიდან 6 დეპუტატის გასვლა სასიამოვნო არაა, თუმცა ამით უმრავლესობას საფრთხე და პრობლემა არ ექმნება.

მისივე განცხადებით, გიორგი გახარია “თავის დროზე პასუხისმგებლობას გაეცა, რაც მისი მომავალი პოლიტიკური გუნდის წისქვილზე წყალს არ ასხამს”.

სასიამოვნო ნამდვილად არ არის ექვსი დეპუტატის გასვლა უმრავლესობიდან, თუმცა ამით უმრავლესობას საფრთხე და პრობლემა არ ექმნება. ჯერ საერთოდ არ ვიცით, ისინი რა პლატფორმაზე დგანან, რა გეგმა ექნებათ და წინასაარჩევნოდ რომელ ნიშას აირჩევენ. ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუმცა მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს ის, რომ გახარია თავის დროზე პასუხისმგებლობას გაექცა, როცა მას ძალიან მნიშვნლოვანი გადაწყვეტილების მიღება უჭირდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

“დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ” – 6 დეპუტატი, რომლებმაც “ოცნება” დატოვეს

რას ამბობენ “ოცნებიდან” წასული დამოუკიდებელი დეპუტატები

დგას თუ არა გახარიას უკან ივანიშვილი – რას ამბობს „ოცნებიდან“ წასული ხოჯევანიშვილი

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ რომელიმე წევრმა დატოვოს, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ “არ ეგულება მათი თანამოაზრეები ქართულ ოცნებაში. უკვე წასული დეპუტატების გადაწყვეტილებას, სამხარაძე გიორგი გახარიასთან არსებულ მათ პიროვნულ კავშირებს უკავშირებს.

„ეს გადაწყვეტილება ალბათ უფრო მეტად პიროვნულ კავშირებზე იყო დაფუძნებული. შესაბამისად, ამ პიროვნულმა კავშირებმა გადაწონა პარტიული ინტერესები. როგორც ვიცი, ასეთი ახლო პიროვნული კავშირი გახარიასთან სხვას არ აქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში: არჩილ თალაკვაძე

გიორგი გახარია ცალსახად კონკურენტი იქნება, უმნიშვნელო ფიგურა ნამდვილად არ იქნება: დავით სერგეენკო

mazda magti 5g