LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა იგრძნოს თავი დაცულად – დარახველიძე

53
Untitled design (3)

იმისთვის, რომ ქვეყანაში უფრო მეტმა ქალმა თავი დაცულად იგრძნოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ძალისხმევა, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურები სწევენ, რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.

შს მინისტრის მოადგილე თერჯოლაში მომხდარზე: უმძიმესი ტრაგედიაა, ყველა მოძალადემ კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებული პრევენციული ბერკეტის, შემაკავებელი ორდერის გამოწერის მაღალ ნიშნულს წლიდან წლამდე ინარჩუნებს. სხვა უწყებების მხარდაჭერით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უმკაცრესია.

რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა მსხვერპლის ინტერესებზეა ორიენტირებული, თუმცა, კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს ძალისხმევა, რიგ შემთხვევებში, საკმარისი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი დაცულად იგრძნოს და მექანიზმმა ეფექტიანად იმუშაოს.

გარდა ამისა, უწყებაში ჩვენი თანამშრომლების გადამზადება უწყვეტად მიმდინარეობს, რომ თითოეული შემთხვევა ყურადღების მიღმა არ დარჩეს და ძალადობის თითოეულ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება მოხდეს. ვცდილობთ, მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მსხვერპლზე და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები გამოვიყენოთ.

მზად ვართ, მივიღოთ ყველა წინადადება, კრიტიკა თუ ალტერნატიული მოსაზრება. პროგრესისა და მაქსიმალური მობილიზების მიუხედავად, სამწუხაროდ, ხდება მძიმე ფაქტები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

პოპულალურები