LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა – უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის გადაყვანაზე

92
68426891b2f2be82a7c1e8cc2a9f9a74-xl-2021-11-17-09-25-07-995121

საქართველოს ხელისუფლების მსგავსი ქმედებები შეფასებულია, როგორც წამება და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების შელახვა,-ასე ეხმაინება უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის გორის პოსპიტალიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს.

მისი თქმით, სააკაშვილის ასეთ მძიმე მდომარეობაში საპატიმროში გადაყვანა საერთაშორისო სტანდარტების სერიოზული დარღვევაა.

კომუნიკაბელური არ არის, გაბრუებულია, „ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს“ – გვარამია სააკაშვილის რუსთავში მონახულების შემდეგ

„აღშფოთებულები ვართ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტით. შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა.

ცუდად მყოფი მიხეილი ნების საწინააღმდეგოდ ადვოკატების გაფრთხილების გარეშე ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს: სამი ჰიპერტონული კრიზისის შემდეგ თავს უკიდურესად მძიმედ გრძნობს, რამდენიმე დღით ადრე საწოლიდან ვერ ადგა. მას არ დაუნიშნეს ახალი ექიმი, ხოლო მკურნალობის სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცებული იყო სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ“, – აცხადებს დენისოვა [„ინტერპრესნიუსის“ თარგმანი]

შეგახსენებთ,პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

პენიტენციური სამსახურის განცხადება: სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში კანონმდებლობის სრული დაცვით არის გადაყვანილი

გუშინ, 29 დეკემბერს სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები, ახირებები, კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს – წულუკიანი სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g